Главная თხევადი შპალერები

თხევადი შპალერები

 „აბრეშუმის ბათქაში თქვენი კედლებისთვის“

 აბრეშუმის ბათქაში SILK PLASTER - ეს არის უნიკალური მოსაპირკეთებელი მასალა რუსეთის მწარმოებლისგან, რომელიც პასუხობს ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს.

https://www.youtube.com/watch?v=iMBZAhs-O78

https://www.youtube.com/watch?v=IfhJDVY9fvk

              „აბრეშუმის ბათქაში თქვენი კედლებისთვის“

 აბრეშუმის ბათქაში SILK PLASTER - ეს არის უნიკალური მოსაპირკეთებელი მასალა რუსეთის მწარმოებლისგან, რომელიც პასუხობს ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს.

 SILK PLASTER მუდმივად მონაწილეობს სამშენებლო გამოფენებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით - BIG5 დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, BATIMAT პარიზი, BAU მიუნხენი, გერმანია, ატლანტა, აშშ, ბაქო, ბუქარესტი და ბევრი სხვა, ასევე მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები ეკოლოგიურობისა და ინოვაციების შემოტანისთვის მოპირკეთების სფეროში.

 140-ზე მეტი ბრწყინვალე ტექსტურა და ფერთა შეხამება, ასევე მწარმოებელი კომპანიის შეუბღალავი 16-წლიანი რეპუტაცია უზრუნველყოფს SILK PLASTER-ის პროდუქციის პოპულარობას მოსაპირკეთებელი მასალების მსოფლიო ბაზარზე.   

 ჩვენს საიტზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია SILK PLASTER-ის შესახებ ხუთ ენაზე: უკრაინულად, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და რუსულად. 

 SILK PLASTERდაგეხმარებათ თქვენი მისაღები ოთახის დეკორირებაში ნებისმიერ სტილში - ჰაიტეკიდან დაწყებული, სასახლის ინტერიერებით დამთავრებული. ამასთან, სახლის პირობებში დაჯდომა-დაპატარავების გამოც კი, აბრეშუმის ბათქაშები არ დაგაყენებენ უსიამოვნო სურპრიზების წინაშე, ერთგულად გემსახურებიან მრავალი წლის განმავლობაში, არ დაიბზარებიან, როგორც სხვა მოსაპირკეთებელი მასალები.

 SILK PLASTERელასტიურია, კარგად ეხამება კედლის და ჭერის ორნამენტებს, ხეს, ტექსტილს, ფრესკებს, პრაქტიკულად ნებისმიერ დეკორს.

 თქვენი საძინებელი და  SILK PLASTER

 აქ შესაძლებელია ურთიერთობის ნებისმიერი გზით განვითარება... დამამშვიდებელი ინტერიერი პასტელურ ტონებში ან ვნებიანი დიზაინი არტ-დეკოს სტილში, rouge-noir (წითელი და შავი), ნებისმიერი სტილისტიკა - აბრეშუმის ბათქაშისთვის ყველაფერი შესაძლებელია.

 სხვადასხვა მასალების შეხამებით, შეგვიძლია მივიღოთ განუმეორებელი კონცეფცია ძილისთვის, სადაც ყველაფერი დაემორჩილება თქვენს გემოვნებას და სურვილებს.  

               არჩევანი თქვენზეა!

 საბავშვო ოთახი SILK PLASTER-თან ერთად

 საბავშვო ოთახის საცხოვრებელი სივრცე, პირველ რიგში, უნდა იყოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა!

 SILK PLASTER-ს არ გააჩნია სუნი, თუნდაც კედელზე დატანის მომენტში, როცა ის გახსნილი სახითაა. არ არის საჭირო შინაურების ევაკუირება სახლიდან, პირიქით - უნდა მივცეთ პატარებს და უფროსებს თავიანთი მხატვრული იდეების რეალიზაციის საშუალება.

 SILK PLASTER-სბევრი რამე შეუძლია - პანო, დეკორატიული მოცულობითი ინსტალაციები, ინტერიერის ნახატები. ნარჩენებისგან შეიძლება სხვადასხვა სუვენირების დამზადება, ღია ბარათებისაც კი.

 ჩვენი აბრეშუმი მშვენივრად რემონტდება. საკმარისია დაზიანებული ბათქაშის დასველება წყლით, მისი მოცილება და კედლის შერემონტება. ამის გაკეთება ყველას შეუძლია!

 დეკორატიული SILK PLASTER

 კოლექციაში არის დიზაინერული ფერები, მაგრამ შემოქმედებითი იდეებისთვის ყველა სახის მასალა გამოდგება. პანო, ნახატები, მოცულობითი გამოსახულებები, ინსტალაციები... ჩვეულებრივი ბინა ხელოვნების ნიმუშად იქცევა. თქვენი ინტერიერი განუმეორებელი გახდება.

 შემოქმედის გაქანება ამიერიდან მხოლოდ თქვენი ფანტაზიით იქნება შეზღუდული!

 SILK PLASTER

სამზარეულო და სასადილო

 სამზარეულო და სასადილო ოთახი - ის ადგილებია, სადაც ადამიანები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, საუბრობენ, გემრიელად ვახშმობენ, სტუმრებს იღებენ, ხოლო SILK PLASTER ყოველთვის ღირსეულად ამშვენებს ინტერიერს და ქმნის სიმყუდროვეს, ახშობს რა ზედმეტ ხმაურს.

 აბრეშუმის ბათქაშის პლასტიურობის გამო, შეიძლება ნებისმიერი არქიტექტურული ფორმის მორთვა - სვეტების, ერკერების, კედლების გეომეტრიული ფორმების, უნაკერო ზედაპირის შექმნით.    

 SILK PLASTER

იდეალურად გამოდგება საზოგადოებრივი ობიექტებისთვის - კაფე, რესტორნები, კინოთეატრები, საოფისე შენობები შეიძენენ ინდივიდუალობას და ექსკლუზიურობას, თანაც მისაღებ ფასად!   

 

SILK PLASTER, გარდა ამისა, აკეთებს ხმაურის და თბოიზოლაციას, არ იჟღინთება სუნით, არ არის დაელექტროებული, სინათლის მიმართ მდგრადია. ეს თქვენი აბრეშუმის ბათქაშის უპირატესობათა მხოლოდ ნაწილია! მასალა მოწოდებულია მშრალი სახით, და თქვენ არ იხდით ზედმეტს წყლის გამო, როგორც ეს ხშირად ხდება.

 SILK PLASTER უბრალოდ აღმოჩენაა ბიზნეს-პროექტებისთვის! ხელმისაწვდომი ფასის და მდიდრული...

რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?

 SILK PLASTER მონაწილეობს გამოფენებში.

რუსული დეკორატიული ბათქაშები SILK PLASTER მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება, რომელთა სახელმწიფო ორგანოები გულდასმით ამოწმებენ ყველა სახის იმპორტირებულ საქონელს, უსაფრთხოების საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით. ავიღოთ საუდის არაბეთი, სადაც ტესტირებისთვის იღებენ თითოეული პარტიის პროდუქციას და 2-3 თვის განმავლობაში ის შემოწმებას გადის.

 მოპირკეთების სფეროში საერთაშორისო ეკოლოგიური და ინოვატიური გამოფენების ჯილდოები და დიპლომები - ეს ის არის, რაც გამოარჩევს SILK PLASTER-ის დეკორატიულ ბათქაშს. მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენდით რუსეთს BATIMAT-ზე საფრანგეთში, BAU-ზე მიუნხენში, Index-ზე და BIG5-ზე დუბაიში და სხვა ქვეყნებში. მაგალითისთვის, ესტონეთიდან საერთაშორისო გამოფენებზე რამდენიმე მონაწილეა წარმოდგენილი! და თუმცა ახლა პატრიოტიზმი მოდაში არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული მწარმოებლის მხარდაჭერით - შენ ეხმარები შენი ქვეყნის ეკონომიკას!!  

 გააკეთე რემონტი SILK PLASTER-თან ერთად, მიიღე მონაწილეობა ჩვენს აქციაში და მოიგე სუპერპრიზი.

კედლების დაფარვა აბრეშუმის მასალით - თქვენი სახლისთვის ოპტიმალური ვარიანტია! დააკვირდით მოსაპირკეთებელი მასალების და დეკორატიული ბათქაშების უზარმაზარ არჩევანს. მაგრამ რომელი მათგანია სინამდვილეში მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი? SILK PLASTER წარმოადგენს თხევად შპალერს აბრეშუმისგან და პირველ ყოვლისა, ეს საშუალებას იძლევა თავად დაატანო შპალერი კედელზე, რადგან ის DIY-ია (do it yourself) - რაც ნიშნავს „გააკეთე თავად“. ამის საუკეთესო საბუთი - ჩვენი აქციის მონაწილეების ნამუშევრებია! იმის გამო, რომ ჩვენი ბათქაში ორი დღის განმავლობაში შრება, დრო რჩება ხარვეზების გამოსასწორებლად, ხოლო თუ გაშრა, შესაძლებელია პულვერიზატორით დასველება და პლასტიკური საფხეკელათი გასწორება.

 თუ გექნებათ სურვილი გააკეთოთ რემონტი SILK PLASTER-თან ერთად, გადაიღეთ ფოტო, ვიდეო და ჩაიწერეთ რემონტის შთაბეჭდილებები. მალე გაიმართება SILK PLASTER-ის აქცია, მაგრამ უკვე საერთაშორისო, დიდი საპრიზო ფონდით - აქცია მილიონზე! აქციების და მათი გამართვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ საიტზე www.silkplasters.ru

 SILK PLASTER-ის თხევადი შპალერი - ეს ახალი სამოსია თქვენი სახლის კედლებისთვის, და შესაძლოა, ახალი ბიზნესი თქვენთვის!

ჩვენ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს თითოეულ კლიენტთან. ზოგიერთისთვის მოსახერხებელია მასალის ქონა საწყობში. ეს დიდი პლიუსია - გაყიდვები ოპტიმიზირდება. ბევრი მათგანი, ვინც თხევად შპალერს შეკვეთებით იღებდა, გადავიდა მუშაობის სასაწყობე რეჟიმზე. კლიენტს არ სურს დიდხანს ცდა და მას უნდა გავუგოთ!

თუ თქვენ მხოლოდ იწყებთ მუშაობას, ჩვენ გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ გაყიდვების ლიდერებს:

„ვიქტორია“ 701, 702, 720; „ეირ ლაინ“ 603, 608; „პრესტიჟი“408; „სტანდარტი“011, 013; „აბრეშუმი-მონოლითი“032 და მრავალი სხვა მასალა.

მიმართეთ გაყიდვების განყოფილებას და ჩვენ გირჩევთ აბრეშუმის ბათქაშების ყველაზე გაყიდვად სახეობებს. უზრუნველვყოფთ სარეკლამო მხარდაჭერას: კატალოგები, სტენდები, სარეკლამო სადგამები ნიმუშებით, ბუკლეტები. ჩვენი პროდუქციის სარეკლამო კამპანიები ტელევიზიაში და SILK PLASTER-ის მიერ ორგანიზებული აქციები, ხელს შეუწყობენ გაყიდვების ოპტიმიზაციას.

მალე ახალი აქციაა - საერთაშორისო! აქცია მილიონზე! 

 

   

  • კედლების დამუშავება.

    ადგილები სადაც რკინის დეტალები გამობურცულია

    იგულისხმება არმატურა, საჰაერო და ასეშემდეგ.  ასეთი ადგილები უნდა დამუშავდეს სპეციალური გრუნტით ან ემალის საღებავით.

    ბეტონის კედელი.ნაწილობრივ დაშპაკლული

    კედელი.გაბათქაშებული აგურის კედელი.

    ყველაზე მარტივია კედლის დამუშავება შპაკლით,რის შემდეგაც საჭიროა სპეციალური გრუნტი,და შემდეგაც იღედედა ჭყლის ემურსიით.

             თუ ბეტონის კედელი სუსტია და გამიფიტულია, გამიყენება ნებისმიერი მასალის ძნელია. აბ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ სტანდარტული გამაძლიერებერი გრუნტი.რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სამშენებლო მასალების ბაზარზე.

     

     

    კედლები ნაწილობრივ შეღებილი,ფერადი საღებავებით (მუქი ქვემოთ,თეთრი ზემოთ)

    რომ არგამოჩნდეს ფერების გადასვლა, თხევად შპალიერზე,ამისთვის საჭიროა კედლის დამუშავება,გრუნტით.რის შემდეგაც უნდა შეიღებოს ემურსიის ასღებავით.

     

    კედლები.ხის ფანერის და MDF

    ხის ზედა ფენაზე თხევადი შპალიერის წასმა შეიძლება.მაგრამ წინასწარ უნდა იყო დარწმუნებული რო დასველების შედეგად არმიიღებს დეფორმაციას.უნდა გაითვალისწინო რაცუფრო თხელია უფრო მეტი შანსია ,რომ მიიღოს დეფორმაცია.

            ჯერ უნდა დაიგრუნტოს და მას შემდეგ უნდა შეთეთრდეს ემურსიით ან სხვა საღებავით.

    გიფსოკარდონის კედლები

     

    გიფსოკარდონი ერთერთი ყველაზე პოკულარული მასალაა. გიფსოკარდონი მაგრდება შურუპებით.გადაკერვის ადგილებსში იშპაკლება,ყველაზე კარგია უჟანგი შურუპების გაშვება. თუ არარის მასეთი შურუპების საშუალება,შურუპის ადგილებზე უნდა დაიშპაკლოს ღრმად.კედელი რომ არაჭრელდეს კარგი იქნება შპაკლიოვკის თხლად წასმა კედელზე.ამის შემდეგ უნდა დაიგრუნტოს კედელი ხარისხიანი გრუნტით.

    კედელზე წყლის გამოჟონვის ადგილები

    გამოჟონვის ადგილები საშიშია იმით რომ კედლიდან გამოსულ წყალს გამოყვება სიბინძურე და სიშავე.რამაც შეილება დაამჩნდეს შპალერზე.ამ შენთხვევაში აუცილებლად უნდა დამუშავდეს მაღალ ხარისხიანი გრუნტით.

Setup.ru: Создай и раскрути свой сайт бесплатно