მოქნილი კერამიკა

დღეისთვის ბაზარზე არსებობს შენობების ფასადების მოსაპირკეთებელი მასალების ბევრი სახეობა . მიუხედავათ მოსაპირკეთებელი მასალების მრავალრიცხოვნობისა , საამშენებლო მეცნიერება და თანამედროვე მასალების მწარმოებლები გვთავაზობენ ახალ უნიკალური თვისებების და მონაცემების მქონე მოსაპირკეთებელ მასალებს . ამ მასალებს მიეკუთვნება თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალა - მოქნილი კერამიკა . მოქნილი კერამიკის ფილები ( 560H280 მმ ) გამოიყენება სახლების , კოტეჯების სამოქალაქო და ადმინისტრაციული შენობების როგორც გარე , ისე შიგა კედლების მოპირკეთებისთვის . გარა მოპირკეთებისას ეს პირველ რიგში ფასადები , შენობის კუთხეები , ზეძირკვლები და ფანჯრის ფერდოებია . შიგა მოპირკეთებისას კი ეს სამზარეულოს , დერეფნის და აივნის კედლებია . მოქნილ კერამიკას სხვა მასალებისაგან გამოარჩევს : მცირე წონა (4 კგ / მ 2) საშუალებას იძლევა მიწებებული იქნას დამათბუნებებელ ფენაზე ფასადის დათბუნებისას . მიწებებისთვის გამოიყენება ცემენტი - წებო , გარე სამუშაოებისთვის . ამ მეთოდის გამოყენებისას ფასადი გამოიყურება არა მარტო ესთეტურად , არამედ მასზე გაწეული ხარჯები ედრება საბათქაშე სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებს . მაგრამ ბათქაშისაგან განსხვავებით ის უკეთ იტანს შენობის ჯდომისაგან და დრეკადობიდან წარმოქმნილ ძალებს და არ ხუნდება საღებავებისაგან განსხვავებით .

Setup.ru: Создай и раскрути свой сайт бесплатно